Thursday, December 20, 2012

ანა კალანდაძე

ანა კალანდაძე-(1924-2008) ქართველი პოეტი ქალი და ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი გავლენიანი მდედრობითი სქესის ფიგურა ქართულ თანამედროვე ლიტერატურაში.კალანდაძე დაიბადა სოფელ ხიდისთავში ჩოხატაურთან ახლოს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ პროვინციაში,გურიაში.1946 წელს დაამთავრა ფილოლოგიის ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამავე წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი.მისი ჩახლართულმა,ნატიფმა რითმამ და ლირიულობამ მოიპოვა დიდი პოპულარობა. კალანდაძის მრავალ პატრიოტულ და რომანტიკულ თემაზე შექმნილ ლექსეზე გაკეთებულია მრავალი სიმღერა.მას ეკუთვნის ასევე მრავალი ნაყოფიერი თარგმანი რუსული და ევროპული პოეზიისა.დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში. ანას თურმე ძალიან უყვარდა სოფელი.თვითონაც ჩოხატაურთან ახლოს,სოფელ ხიდისთავში აღიზარდა(იქ ატარებდა ზაფხულებს)..თავის მოგონებებში პოეტი წერს:“ბედნიერი ბავშვობა მქონდა.ხიდისთავში გუბაზეული ჩამოდის და ბავშვები მთელი დღე მდინარეზე ვიყავით.ჩემი უფროსი ბიძაშვილები თევზაობდნენ,ჩვენ ვჭყუმპალაობდით.დაღამებულზე მოვდიოდით შინ,თუ მანამდე ძებნას არ დაგვიწყებდნენ...ბავშვობაში უფროსებთან ვმეგობრობდი და სოფელში მყავდა მესაიდუმლეც-მეზობელი ქალი ელისო..“ ეთერ ერაძე მოგონებებში იხსენებს,რომ აფხაზეთის ომის დროს უწმინდესისი ლოცვა კურთხევით სამშობლოს ხაზინის დასახმარებლად ხალხმა და მათ შორის ცნობილმა ქალბატონებმა სამკაული და ძვირფასეულობა ჩააბარეს და ყველანაირი ძვირფასეულობის შეგროვება დაიწყეს, რათა უკიდეურეს მომენტში ქვეყანას დახმარებოდნენ.. ერთ დღეს ბანკში ხუთი ავტომატიანი კაცი შევარდნილა..ნინო ბაგრატიონი ოქრთი სავსე ყუთს გადაფარებია და გვერდით მჯდარ ანაზე უთქვამს,თქვენ ანა კალანდაძეს არ იცნობთო? მის ლექსებზე გავიზარდეთო,-უპასუხიათ ყაჩაღებს.კარგად ვერ გაგიზრდიაო,-მიბრუნებია ქალბატონი ანას..მძარცველებს ამის თქმაზე სახე წაშლიათ და წასულან.. ვიდეო:საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივი; ფოტოზე ანა კალანდაძე; დამხმარე ტექსტური მასალა :ვიკიპედია

Wednesday, December 19, 2012

ნიკო...აპლოდისმენტები..

ნიკო გომელაური სიცოცხლეშივე ახალგაზრდებისთვის (და არამარტო მათთვის) ერთ-ერთი საყვარელი პოეტი იყო.გავიდა დრო და მისი გარდაცვალების შემდეგ ხალხმა უფრო და უფრო შეიყვარა ნიკოს შემოქმედება. თითქოს ჩვენი დროის გულისცემას აყოლილი მისი ლექსები გვესმის ყველგან,ვკითხულობთ და გვიხარია..ვეცდები, მოკლე ბიოგრაფიული ცნობები მოგაწოდოთ მის შესახებ და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ნიკო გომელაური. მსახიობი, და შემდგომ პოეტი, ნიკო გომელაური დაიბადა 1970 წელს თბილისში.1992 წელს დაამთავრა შოთა რუსაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.1998 წლიდან იყო გრიბოედოვის თეატრის მსახიობი .მოღვაწეობდა ასევე თავისუფალ თეატრში.იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი. 2001 წელს გამოიცა მისი ლექსების პირველი კრებული,2002 წელს კი მომდევნო.2003 წელს გამოვიდა მისი აუდიო წიგნი,2004 წელს მისი რიგით მესამე კრებული გამოვიდა.2008 წელი კი ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა მისი სამწერლობო შემოქმედების კუთხით .ამ წელს მისი ოთხი კრებული გამოიცა. მისი პირველი მეუღლე მსახიობი ეკა ნიჟარაძე,ხოლო მეორე ნინა ჩოდრიშვილი იყო. ნიკო ფილტვის სიმსივნით 2010 წლის 13 აპრილს გარდაიცვალა.2011 წელს კი საზოგადოებამ მასზე გადაღებული გიორგი ბერიძის ფილმი „ნიკო...აპლოდისმენტები“ იხილა. წყარო : ფოტო 1- ქეთი მღებრიშვილი;ფოტო 2- ნიკო სპექტაკლზე; ვიდეო 1-ნანკა ჟორჟოლიანის შოუ; დამხმარე ვებ.გვერდები-oxun.ge,ვიკიპედია

ახალგაზრდა პოეტები

ძალიან მიხარია,რომ ახალგაზრდების სიყვარული პოეზიისადმი უფრო და უფრო იგრძნობა..მომრავლდა პოეზიის საღამოები,წიგნების პრეზენტაციები..მართალია, პოეზიაში ეს ჩვენი ტალანტის ზღვაში წვეთია,მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი უფრო და უფრო დაიხვეწება და ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი შემოქმედი დაიმკვიდრებს თავის ადგილს. ამ მხრივ,(იმედი მაქვს,სუბიექტურობას არ დამწამებთ) და ვიტყვი,რომ ერთ-ერთი გამორჩეული ნაკადი ახალგაზრდა ხევსური პოეტებისაა.მათი წერის სტილი განსხვავებული და თითოეულისათვის სახასიათოა..





http://www.youtube.com/watch?v=2KPtW5C6Twk
ფოტო გადაღებულია ხევსურულ სახლ "სამედაშენისოში"ახალგაზრდა ხევსური პოეტების საღამოზე.ფოტოზე: მერაბ არაბული,გიორგი არაბული,ირაკლი ჭინჭარაული; ვიდეო-ნათია თამაზაშვილი;ქეთი ფიცხელაური

Sunday, December 16, 2012

ერთი ლექსი..


( ეს სიყვარული გავდა ბავშვობის..)
ეს სიყვარული გავდა ბავშვობის
დროინდელ ზაფხულს ,აგარაკს,ნიავს,
რაღაც უწინდელს,რასაც დავშორდი-
ხეებზე ღამეს,მთვარეს და ქლიავს.
წყაროზე წასვლას,დასუსხვას ჭინჭრით
ზღაპრებს ბუხრის წინ,საუბრებს გვიანს
და როგორ მტკივა და როგორ მიჭირს,
როცა მკვდარია და თვალებღია
ეს სიყვარული,ოდესღაც წიწკვი,
ნაძვის ახალი წიწვივით ბასრი,
სურნელოვანი შუადღის სიცხით
და ნაძვის ჩრდილში მოსული აზრით :-
„რომ შენ მიყვარხარ ‘’ და რომ ეს გავრდა
მინდორში დევნას ფრინველის ჩრდილის,
თეთრ პერანგს გასვრილს ბალახით ,ანდა
მუხლებზე სისხლს და მშობლების ჩივილს.
ეს სიყვარული ცივ წყაროს გავდა,
პეშვით რომ ვსვამდი და წყურვილს კლავდა,
რომლიტაც იმავ ჭრილობებს ვბანდი
სულსა და სხეულს მუხლთან და მკლავთან.
და სული ჩემი სიყვარულს ამას
ყველაზე მყუდრო სახლივით გრძნობდა,
აივნებიდან ხედავდა ლამაზს-
მზის ჩასვლასა და ამოსვლას სოფლად,
ეს სიყვარული უმთავრესს გავდა,
თვითონ სიყვარულს ,სხვა ყველა განცდას
მას ვადარებდი - ცოლივით მყავდა
დასავით მყავდა,ძმას ვგრძნობდი მასთან.
ახლა კი მხოლოდ ხსოვნაში დამრჩა,
რამაც დამტოვა.წავიდა.არ ჩანს.                                   
                                                                                                       რატი ამაღლობელი
წყარო- ფოტო და ვიდეო: რატი ამაღლობელი კითხულობს ლექსს. rock club და lib.ge ლექსი :lib.ge

Friday, December 14, 2012

ლიტერატურული პანთეონი

ქართული ლიტერატურა.
მე-19 საუკუნეში რომანტიზმი იყო მთავარი სტილი,როგორც ეს ჩანს, ალექსანდრე ჭავჭავაძის,ნიკოლოზ ბარათაშვილის და გრიგოლ ორბელიანის ნაწერებში.
კლასიკური ქართული პოეზიის გამოჩენილი წარმომადგენლები იყვნენ ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი.
ადრეულ მე-20 საუკუნის პოსტ-საბჭოთა პერიოდში წამყვანი მწერლები იყვნენ ა.აბაშვილი და ს.შანშიაშვილი.
ძირითადი ქართველი ლიტერატურული ფიგურები პოეტების-პაოლო იაშვილის,ტიციან ტაბიძის და რომანისტი მიხეილ ჯავახისვილის ჩათვლით, იყვნენ მსხვერპლნი სტალინის ეთნოწმენდის. პოსტ.სტალინურ პერიოდში ქართველი მწერლები,როგორებიც იყვნენ რომანისტი კონსტანტინე გამსახურდია, დრამატურგი შალვა დადიანი და პოეტი იოსებ გრიშაშვილი ასახავდნენ საბჭოთა ლიტერატურულ ტენდენციებს,სტილს და თემას.
უმეტესობა ბოლოდროინდელი ნაწარმოებებისა,როგორიც იყო ნოდარ დუმბაძის რომანები და ანა კალანდაძის ლექსები ხაზს უსვამდა ნაციონალურ იდეებს ეროვნული დამოუკიდებლობის განჭვრეტით.

1ფოტოზე: რომანტიკოსი ალექსანდრე ჭავჭავაძე; 2 ფოტოზე:ლადო ასათიანი,მირზა გელოვანი,ალექსანდრე საჯაია,გრიგოლ აბაშიძე,გაბრიელ ჯაბუშანური და სხვვა მათი თაობის პოეტები ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსს"მერანი" კითხულობს მურმან ჯინორია.  


წყარო