Thursday, December 20, 2012

ანა კალანდაძე

ანა კალანდაძე-(1924-2008) ქართველი პოეტი ქალი და ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი გავლენიანი მდედრობითი სქესის ფიგურა ქართულ თანამედროვე ლიტერატურაში.კალანდაძე დაიბადა სოფელ ხიდისთავში ჩოხატაურთან ახლოს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ პროვინციაში,გურიაში.1946 წელს დაამთავრა ფილოლოგიის ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამავე წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი.მისი ჩახლართულმა,ნატიფმა რითმამ და ლირიულობამ მოიპოვა დიდი პოპულარობა. კალანდაძის მრავალ პატრიოტულ და რომანტიკულ თემაზე შექმნილ ლექსეზე გაკეთებულია მრავალი სიმღერა.მას ეკუთვნის ასევე მრავალი ნაყოფიერი თარგმანი რუსული და ევროპული პოეზიისა.დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში. ანას თურმე ძალიან უყვარდა სოფელი.თვითონაც ჩოხატაურთან ახლოს,სოფელ ხიდისთავში აღიზარდა(იქ ატარებდა ზაფხულებს)..თავის მოგონებებში პოეტი წერს:“ბედნიერი ბავშვობა მქონდა.ხიდისთავში გუბაზეული ჩამოდის და ბავშვები მთელი დღე მდინარეზე ვიყავით.ჩემი უფროსი ბიძაშვილები თევზაობდნენ,ჩვენ ვჭყუმპალაობდით.დაღამებულზე მოვდიოდით შინ,თუ მანამდე ძებნას არ დაგვიწყებდნენ...ბავშვობაში უფროსებთან ვმეგობრობდი და სოფელში მყავდა მესაიდუმლეც-მეზობელი ქალი ელისო..“ ეთერ ერაძე მოგონებებში იხსენებს,რომ აფხაზეთის ომის დროს უწმინდესისი ლოცვა კურთხევით სამშობლოს ხაზინის დასახმარებლად ხალხმა და მათ შორის ცნობილმა ქალბატონებმა სამკაული და ძვირფასეულობა ჩააბარეს და ყველანაირი ძვირფასეულობის შეგროვება დაიწყეს, რათა უკიდეურეს მომენტში ქვეყანას დახმარებოდნენ.. ერთ დღეს ბანკში ხუთი ავტომატიანი კაცი შევარდნილა..ნინო ბაგრატიონი ოქრთი სავსე ყუთს გადაფარებია და გვერდით მჯდარ ანაზე უთქვამს,თქვენ ანა კალანდაძეს არ იცნობთო? მის ლექსებზე გავიზარდეთო,-უპასუხიათ ყაჩაღებს.კარგად ვერ გაგიზრდიაო,-მიბრუნებია ქალბატონი ანას..მძარცველებს ამის თქმაზე სახე წაშლიათ და წასულან.. ვიდეო:საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივი; ფოტოზე ანა კალანდაძე; დამხმარე ტექსტური მასალა :ვიკიპედია

1 comment:

  1. Designate #Russia as "State Sponsor of Terrorism" in #Ukraine and other counttries #russiaterror #terror

    http://goo.gl/IkaYsR

    ...

    ReplyDelete