Wednesday, December 19, 2012

ნიკო...აპლოდისმენტები..

ნიკო გომელაური სიცოცხლეშივე ახალგაზრდებისთვის (და არამარტო მათთვის) ერთ-ერთი საყვარელი პოეტი იყო.გავიდა დრო და მისი გარდაცვალების შემდეგ ხალხმა უფრო და უფრო შეიყვარა ნიკოს შემოქმედება. თითქოს ჩვენი დროის გულისცემას აყოლილი მისი ლექსები გვესმის ყველგან,ვკითხულობთ და გვიხარია..ვეცდები, მოკლე ბიოგრაფიული ცნობები მოგაწოდოთ მის შესახებ და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ნიკო გომელაური. მსახიობი, და შემდგომ პოეტი, ნიკო გომელაური დაიბადა 1970 წელს თბილისში.1992 წელს დაამთავრა შოთა რუსაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.1998 წლიდან იყო გრიბოედოვის თეატრის მსახიობი .მოღვაწეობდა ასევე თავისუფალ თეატრში.იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი. 2001 წელს გამოიცა მისი ლექსების პირველი კრებული,2002 წელს კი მომდევნო.2003 წელს გამოვიდა მისი აუდიო წიგნი,2004 წელს მისი რიგით მესამე კრებული გამოვიდა.2008 წელი კი ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა მისი სამწერლობო შემოქმედების კუთხით .ამ წელს მისი ოთხი კრებული გამოიცა. მისი პირველი მეუღლე მსახიობი ეკა ნიჟარაძე,ხოლო მეორე ნინა ჩოდრიშვილი იყო. ნიკო ფილტვის სიმსივნით 2010 წლის 13 აპრილს გარდაიცვალა.2011 წელს კი საზოგადოებამ მასზე გადაღებული გიორგი ბერიძის ფილმი „ნიკო...აპლოდისმენტები“ იხილა. წყარო : ფოტო 1- ქეთი მღებრიშვილი;ფოტო 2- ნიკო სპექტაკლზე; ვიდეო 1-ნანკა ჟორჟოლიანის შოუ; დამხმარე ვებ.გვერდები-oxun.ge,ვიკიპედია

No comments:

Post a Comment